воскресенье, 15 мая 2011 г.

ქართული ხელნაწერი წიგნი.


პროექტის  თემა:     ქართული ხელნაწერი  წიგნი.

პროექტის  მთავარი   იდეა:  როგორ იქმნებოდა ქართული ხელნაწერი  წიგნები.
                                                   

ასაკობრივი ჯგუფი:    10–11 წელი  (მე 5  კლასი)  
ვადები:   2–3  კვირა.
პროექტის  მნიშვნელობა:   მოსწავლეები  გაეცნობიან  ხელნაწერი  წიგნის  შექმნის  თავისებურებებს.გაუზიარებენ  ერთმანეთს  თავიანთ  მოსაზრებებს.  გაეცნობიან, თუ  რამდენად  ღირებული  და  მნიშვნელოვანია  წიგნი  ადამიანისათვის.
პროექტის   მიზან ი  და შედეგები:  კონკრეტული თემის  გადასაჭრელად  გეგმის  შემუშავება. მონაწილეობის  მიღება  ერთობლივი  გადაწყვეტილების  მიღებაში. ერთმანეთთან  და  სხვებთან თანამშრომლობის  უნარ–ჩვევების გამომუშავება. გამოიკვლიონ რამდენად  მნიშვნელოვანი  იყო ძველ  დროში  ხელნაწერი  წიგნების  შექმნა.რა  განვითარების  ეტაპები  გაიარა წიგნმა  რომ ჩვენამდე  მოეღწია.მოსწავლეები  შექმნიან  ხელნაწერ  წიგნებს, რომელსაც  გააფორმებენ  ილუსტრაციებით.მოაწყობენ  გამოფენას,იმსჯელებენ  ხელნაწერი  წიგნის  შექმნისა  და  გავრცელების  შესახებ,  რა  შეიცვალა  საბეჭდი  დაზგის  გამოგონების შემდეგ,  როგორ  მოაღწია  წიგნმა  ჩვენამდე.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:  კომპიუტერი,  პროექტორი,  ფერადი  კალმები და ფანქრები,  ტუში, თაბახის  ფურცლები,  დიდი  ფორმატი,  წიგნები.
პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები  მასწავლებლის  დახმარებით  შეარჩევენ  თემას,  ჯგუფურად  გაეცნობიან  პროექტის  გეგმას. ისტის  გამოყენებით  მოიძიებენ  საინტერესო  ინფორმაციას  წიგნის  ისტორიის  შესახებ, ხელნაწერი  წიგნების  ილუსტრაციებს.  ნახავენ  ვიდეო–მასალას  თუ როგორ  იქმნება  ქართული ხელნაწერი  წიგნი.  გაეცნობიან ძველ  ქართულ  დამწერლობას:  ასომთავრულს,  ხუცურს.მოსწავლეები  თავად  შეეცდებიან  შექმნან  ხელნაწერი  წიგნი.შეარჩევენ  სულხან–საბა ორბელიანის  იგავ–არაკებს.  გაინაწილებენ  ფუნქციებს–ვინ  გააკეთებს  ჩანაწერებს,  ვინ  იმუშავებს  ილუსტრაციებზე, ვინ  გააკეთებს  და  გააფორმებს  ყდას. ხელნაწერ  წიგნს  შეამკობენ  მხატვრული  გაფორმების  ელემენტებით (თავსართ– ბოლოსართი,  საზედაო  ასოები). როდესაც  წიგნის  გვერდები  მზად  იქნება,  იგი  ,,აიკინძება“,  გაუკეთდება  ყდაც.
ჯგუფი  მოამზადებს  პროექტის  მიმდინარეობისა  და  მიღებული  შედეგების  ამსახველ  პრეზენტაციას.მასწავლებელი   შეფასების  რუბრიკის  შესაბამისად  აფასებს  პროექტის  განხორციელებას  და  მიღებულ  შედეგებს.
საგანთან /საგნობრივ  ჯგუფებთან/ კავშირი: პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეებს  კავშირი  ექნებათ  შემდეგ  საგნებთან:  ქართული,  ისტორია.პროექტი  განხორციელდება  ეროვნული  სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული  გაკვეთილის  თემის მიხედვით.
პროექტის  ხელმძღვანელი:  პედაგოგი   ლ.სოლომონიძე
ელექტრონული  ფოსტა:   ledisolomonidze@gmail.kom

Комментариев нет:

Отправить комментарий